ომში მყოფი უკრაინა უყურადღებოდ არ ტოვებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბედს. საკუთარი მოქალაქის საქმეზე გამოძიება დაიწყო. კიევმა შესაძლო მოწამვლის შესწავლა დაიწყო. გამოძიების დაწყების შესახებ კონსულმა პატიმარს პირადად აცნობა. აქტიურია პოლონეთიც - სეიმმა რეზოლუცია მიიღო მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. საერთაშორისო დონეზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში, გრძელდება ,,სააკაშვილის სიაზე" მუშაობაც.